კინო

“სიმპსონებიდან” ის ეპიზოდი ამოიღეს, რომელშიც მაიკლ ჯექსონის სიმღერაა გაჟღერებული

მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლას, რადიოჰოლდინგებიდან მისი სიმღერების წაშლის შემდეგ, Fox-ის მიერ მულტისერიალ “სიმპსონების” იმ ეპიზოდის წაშლა მოჰყვა, სადაც მაიკლ ჯექსონის სიმღერაა გაჟღერებული. საუბარია ეპიზოდზე, სახელწოდებით “Stark Raving Dad”, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი – ჰომერი, ფსიქიატრიულ კლინიკაში ხვდება. იქ გაიცნობს ლეონ კომპოვსკის, რომელიც თავს მაიკლ ჯექსონად თვლის. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ჯექსონი თავად ახმოვანებდა ამ პერსონაჟს.

“ეს, ნამდვილად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტელებაა, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული . წიგნების დაწვის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, ეს ჩვენი წიგნია და უფლება გვაქვს იქიდან თავი ამოვშალოთ” – განაცხადა სერიალის პრდიუსერმა, ჯეიმს ბრუკსმა.

კომენტარები

კომენტარი