საშემსრულებლო ხელოვნება

მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე კანადისა და ახალი ზელანდიის რადიოსადგურებმაც თქვეს უარი

მას შემდეგ, რაც 4 მარტს BBC-ზე გავიდა დოკუმენტური ფილმი მაიკლ ჯექსონის შეასხებ, რომლის გმირებიც მომღერალს პედოფილიაში ადანაშაულებენ, მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე 10-ზე მეტმა რადიოსადგურმა თქვა უარი,- ინფორმციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ფილმში უეიდ რობსონი ჯეიმს სეიფჩაკი ყვებიან, რომ ბავშობაში, მომღერალი მათზე სექსუალურად ძალადობდა.

ახალზელანდიურმა კომპანიამ – MediaWorks-მა, რომელიც რამდენიმე დიდ რადიოსადგურს ფლობს, ეთერიდან მაიკლ ჯექსონის სიმღერები ამოიღო, განცხადება ამის შესახებ, კომპანიის დირექტორმა, ლეონ რატმა გააკეთა: “ამ დროისთვის, მაიკლ ჯექსონის სიმღერები MediaWorks-ის ფლეილისტებში აღარაა. ამას ჩვენი მსმენელის გამო ვაკეთებთ. ჩვენი მიზანია იმ მუსიკის გაშვება, რომლის მოსმენაც ხალხს უნდა”. ეს გადაწყვეტილება რადიოჰოლდინგმა NZME-მაც მიიღო: “ფლეილისტები კვირიდან კვირამდე იცვლება და ახლა, მათში მაიკლ ჯექსონი აღარ ფიგურირებს” – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, დინ ბიუკენენმა.

სამმა უდიდესმა კანადურმა რადიოსადგურმაც უარი თქვა ჯექსონის სიმღერებზე. CKOI-მ, Rythme-მა და The Beat-მა The Guardian-თან საუბარში დაადასტურეს, რომ სიმღერები ორშაბათს, 4 მარტს ამოიღეს ეთერიდან.

კრისტინ დიკერმა, მედიაკომპანია Cogeco-ს დირექტორმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი იყო დოკუმენტური ფილმისგან მიღებული შთაბეჭდილების პასუხი.

კომენტარები

კომენტარი