კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჰოლივუდში იაპონური პოპ-კულტურის პერსონაჟის, Hello Kitty-ის დებიუტი შედგება

იაპონურ პერსონაჟს Hello Kitty-ის მალე ჰოლივუდის სრულმეტრაჟან ფილმში ვიხილავთ. კომპანია Sanrio-მ, რომელიც Hello Kitty-ის ბრენდზე ფლობს უფლებებს, ხელი მოაწერა კონტრაქტს Warner Bros-ს წარმომადგენელთან,
New Line Cinema-სთან.

New Line Cinema-ს წარმომადგენლების თქმით, მოლაპარაკებები ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფილმს, რომელშიც Sanrio-ს პერსონაჟს ვიხილავთ, Flynn Picture Company წარმოგვიდგენს. ჯერჯერობით უცნობია, სრულიად ანიმაციური იქნება ფილმი თუ ნახევრად.

“მოხარული ვარ, რომ Hello Kitty და Sanrio-ს სხვა პოპულარული პერსონაჟების დებიუტი შედგება ჰოლივუდში. Hello Kitty დიდი ხანია მეგობრობის სიმბოლოა და ვიმედოვნებ, ახალ ფილმიც მთელ მსოფლიოში მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას დაისახავს მიზნად” – აღნიშნა Sanrio-ს დირექტორმა, სინტარო ცუძიმ.

Hellow Kitty – თეთრი კატა პირის გარეშე, თავზე წითელი ბანტით, სინტარო ცუძიმ 1974 წელს შექმნა.

კომენტარები

კომენტარი