კულტურა

ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი საქართველოშია

ბოლო მონაცემებით, ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფელი თუშეთშია. სოფელი ბოჭორნა ზღვის დონიდან 2300 მეტრზე  მდებარეობს.

2002 წლის აღწერის მონაცემებით, ბოჭორნაში არცერთი ადამიანი არ არის დაფიქსირებული როგორც მუდმივად მცხოვრები. ზაფხულში ბარიდან მთაში რამდენი ოჯახი ადიოდა და რჩებოდა, მაგრამ თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის ჩაკეტვამდე უკან ბრუნდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ თუშეთის გზა ერთერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე, საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზეა გაჭრილი, შემდეგ კი მეწყერსაშიშ ზონაშიც გადის. თუშეთის გზა  მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა უსაფრთხო. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

 

კომენტარები

კომენტარი