კულტურა

“ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო” — ქართული ანდაზა ჰააგის ტროტუარზე

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა – “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო” ამოტვიფრეს.

აღსანიშნავია, რომ ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში, ისმის.

ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი