საშემსრულებლო ხელოვნება სტილი, დიზაინი

ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას მიერ შექმნილი კაბით გამოჩნდა

ბოლო პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსი და მსახიობი, სტეფანი ჯერმანოტა, იგივე ლედი გაგა იყო.

მისი და ბრედლი კუპერის სიმღერა Shallow, რომელმაც ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში “საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის” გაიმარჯვა, Billboard-ის ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა.

მუსიკოსი საკუთარ წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პოსტზე დართულ ფოტოში გაგას თამუნა ინგოროყვას მიერ შექმნილი შავი კაბა აცვია, რომელიც ქართველი დიზაინერის 2019 წლის კოლექციიდანაა.

“ვერ ვიჯერებ, რომ Shallow #1-ია Hot 100-ში. საუნდტრეკიც #1-ია. უკანსაკნელი რვა წლის განმავლობაში ეს ჩემი პირველი სიმღერაა, რომელიც #1 გახდა. წესი #1: არასდროს დანებდე. წესი #2: ყოველთვის მოუსმინე წეს #1-ს. დიდი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო. თქვენ ჩემ ოცნებებს რეალობად აქცევთ” – წერს ლედი გაგა.

კომენტარები

კომენტარი