შემოქმედებითი ინდუსტრიები

ღამის ეკონომიკის განვითარების შეფერხების გამო, სიდნეი მილიარდებს კარგავს

როგორც სიდნეის ღამის ეკონომიკის ბოლო ანალიზმა აჩვენა, ქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარება შეფერხებულია, რომლის ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა 2014 წელს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებული კანონი დასახელდეს.

აღნიშნული რეგულაციების შემსუბუქებას აქტიურად ლობირებენ ადგილობრივი კლუბები და სასტუმროები.

Deloitte Access Economics-ის ანგარიშის თანახმად, ქალაქი წელიწადში პოტენციურად $16 მილიარდს კარგავს. სიდნეის ღამის ეკონომიკის წლიური ღირებულება ამჟამად $27 მილიარდია, თუმცა არსებობს ამ ციფრის $43 მილიარდამდე გაზრდის პოტენციალი.


კომენტარები

კომენტარი