კულტურა

მამუკა ბახტაძე: ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში

“საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების ახალი სისტემის და რეფორმის პრეზენტაციაზე.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 2022 წლისთვის იგეგმება, რომ სახელმწიფომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლების სისტემის განსავითარებლად დახარჯოს.

“სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო კერის ფუნქციას და გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და გაუწევს კონკურენციას მოწინავე ქვეყნებსაც.

როდესაც ჩვენს მრავამხრივ, ნიჭიერ ახალგაზრდებს შეექმნებათ საშუალება საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტების, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრებს ყველა სფეროში.

დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და ბევრი სხვა სოციალური კატაკლიზმი გაქრება, რადგან მსოფლიო განათლება აჩვენებს, რომ არცერთი გენატიური ასეთი ფენომენი არ არის თავსებადი განათლებული საზოგადოებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი