საშემსრულებლო ხელოვნება

გიორგი ბოჭორიშვილი ეგვიპტის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა ქალთა კინოს ასუანის საერთაშორისო ფესტივალზე ეგვიპტელი მსახიობის, ნადი ლუტფის სახელობის ჯილდო დაიმსახურა, – ამის შესახებ ფესტივალის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ.

შეგახსენებთ, რომ კინოფესტივალი ეგვიპტეში თებერვლის ბოლოს ჩატარდა.

ქალთა კინოს ასუანის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი“ მონაწილებოდა, რომელშიც გიორგიმ მთავარი როლი შეასრულა.

ფილმი „ჰორიზონტი“ ოჯახის დანგრევისა და გმირების დილემის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მთავარი პერსონაჟია გიორგი, რომელიც გაყრის შემდეგ ქალაქს ტოვებს და პატარა ზღვისპირა სოფელში გადადის საცხოვრებლად. წარსული მას თავს არ ანებებს და უფრო ხშირად ახსენებს თავს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალზე საუკეთესო ფილმის წოდება მარიამ გულბანის ფილმს “სანამ მამა დაბრუნდება” მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი