შემოქმედებითი ინდუსტრიები

ცნობილია, როდის დაიწყება ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის 4GB პირველი კვირა 17 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება, მეორე კვირა კი 24–დან 25 მაისამდე გასტანს. – ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

როგორც ღონისძიების აღწერაშია ნათქვამი, სრული საშვის შეძენა შესაძლებებლი 7 მარტის 12 საათიდან იქნება. მისი თავდაპირველი ღირებულება 120 ლარია.

ლაინაფი და სხვა დეტალები საზოგადოებისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 4GB ფესტივალი 2011 წლიდან “Check in Georgia-ს” ფარგლებში ტარდება და თავს უყრის ქართველ და უცხოელ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ერთ სივრცეში. ფესტივალი გამოირჩევა თავისი უნიკალური კონცეფციით და განსხვავებული გარემოთი. ფესტივალის მთელი შემოსავალი ისევ 4GB-ს მომავალ განვითარებას ხმარდება.

ფესტივალი პიონერ ქართველ დიჯეის – გიო ბაქანაძის ხსოვნას ეძღვნება. სწორედ ამიტომ დაერქვა ფესტივალს 4GB.

კომენტარები

კომენტარი