ლიტერატურა

ჯოან როულინგი ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერლად დასახელდა

ჟურნალმა    Forbes-მა მწერალი ჯოან როულინგი 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერლად  დაასახელა. გამოცემის ცნობით,  როულინგმა 2017  წელს  95 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Forbes-ს რეიტინგის თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების ჩამონათვალში მეორე ადგილს ჯეიმს პატერსონი უკავებს, მესამე პოზიცია კი, ჯეფ კინს ერგო.

ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერალს, ჯოან როულინგს ამ დროისთვის 650 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება აქვს დაგროვილი.   Forbes  წერს, რომ იგი ბევრად მდიდარიც ქნებოდა, საქველმოქმედო საქმიანობისთვის 150 მილიონი რომ არ დაეხარჯა.

ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი  ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორია. დღეისათვის, მსოფლიოში, ნაწარმოების შვიდწიგნეულის 450 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

2004  წელს ჟურნალმა  Forbes-მა  ჯოან როულინგის  ქონება 576 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. 2007 წლის „სანდი ტაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი — ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის.

დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ ეგრედწოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4.195 გვერდი მთლიანად ან ნახევრად  ნათარგმნია  65 ენაზე.

 

კომენტარები

კომენტარი