ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

9 მარტს თბილისში ილუზიების მუზეუმი გაიხსნება

9 მარტს, თბილისში, ბეთლემის ქუჩის 10 ნომერში ახალი სივრცე, ილუზიების მუზეუმი გაიხსნება.

მუზეუმის შექმნის იდეა მარკეტინგულ სტუდია „სარკეს” ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელიც ნატალია ანანიაშვილია.

“არტნიუსთან” საუბრისას ნატალიამ განაცხადა, რომ მუზეუმი დამთვალიერებელს ექსპონატებად ოპტიკურ, სენსორულ, პროექციულ ილუზიებსა და ჰოლოგრამებს წარმოუდგენს.

გარდა ამისა, დამთვალიერებელი სხვადასხვა ტიპის ილუზიურ თამაშში შეძლებს ჩართვას.

ილუზიის მუზეუმის ისტორია 2015 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაიწყო. მის შემდეგ მსგავსი მუზეუმები გაჩნდა ხორვატიის ქალაქებში, სლოვენიაში, ავსტრიაში, ომანში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, დუბაიში და ახლა უკვე თბილისში.

ბილეთების ფასი მოზარდებისთვის 17 ლარი და 50 თეთრი, 5-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის 11 ლარი, სტუდენტებისთვის კი 13 ლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი