ვიზუალური ხელოვნება

როჯერ კლარკი – ფოტორეპორტაჟი საბჭოთა კავშირიდან | BBC

როჯერ კლარკი დიდი ხნის განმავლობაში BBC-ს პროდიუსერად და ტელერადიო წამყვანად მუშაობდა. მას ხშირად უწევდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რეპორტაჟების გაკეთება, განსაკუთრებით კი 1986-1992 წლებში.

მოგზაურობის დროს ის უამრავ სურათს იღებდა, რომლებიც ქვეყნებისა თუ ქალაქების ყოფას ასახავდა.

გთავაზობთ როჯერ კლარკის მიერ შექმნილ ფოტორეპორტაჟს ლენინგრადის (მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგი) შესახებ:

Mikhail Anikushin
“სკულპტურების უმეტესობა, რომელსაც ლენინგრადში შეხვდებით, მიხაილ ანიკუშინის მიერაა შექმნილი”
A student at the Academy of Arts
“1991 წელი. სანკტ–პეტერბურგის სახელოვნებო აკადემიის სტუდენტი”
Stained glass window
“გაოცებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ აქ არტისტები თავისუფლად მუშაობენ ქუჩაში, გარე ფასადებზე. ამ კედელზე, რომელიც ლენინგრადის პოლიციის აკადემიას ეკუთვნოდა, საბჭოთა პოლიციის აქტივობები პოპ-არტის ჟანრშია გადმოცემული”
Sailors at the Peter and Paul Fortress
“მილიტარიზაცია ყველგან შესამჩნევი იყო. საბჭოთა რუსეთი იყო ქვეყანა უნიფორმაში”
Boys playing on old Mig fighters
“ბავშვები დამტვრეული საბრძოლო თვითმფრინავებით თამაშობდნენ”
Soldier at the Kronstadt naval base
“1990 წელს, სამი კვირა გავატარე კრონსტადტის ბაზაზე, კუნძულზე, რომელიც სანკტ პეტერბურგს იცავს. აქ ბალტიკის ფლოტები იდგნენ”
Navy cadets
“კადეტები ნახიმოვის სკოლაში, სადილის დროს”
The Levashovo cemetery
“ლევაშოვოს სასაფლაო. აქ სტალინის რეჟიმის ათასობით მსხვერპლი განისვენებს”
Demonstration
“მიხაილ გორბაჩოვი და ბორის იელცინი”
Lenin look-alike
“მე დიდი დემონსტრაციებიც გადამიღია, ლენინის მსგავსი ადამიანის მონაწილეობით”
Office of Grigory Romanov
“კომუნისტის, გრიგორი რომანოვის პირადი კაბინეტი. ლენინის გიგანტური პორტრეტი დაჰყურებს თავზე მის მაგიდას”
Ronald and Nancy Reagan
“რონალდ რეიგანი და მისი მეუღლე, ნენსი Winter Palace-ში. 1990 წლის სექტემბერი”
Britains Michael Howard meets with Anatoli Sobchak
“1991 წლის 30 სექტემბერი. მე გადავიღე მნიშვნელოვანი შეხვედრა – ბრიტანეთის ელჩი, მაიკლ ჰოვარდი ხელს აწერს ახალ შეთანხმებას ვაჭრობასთან დაკავშირებით. ფოტოზე ერთი ახალგაზრდა ბიჭია, რომლის ვინაობა მანამდე არც კი ვიცოდი. წლების შემდეგ კი მისი სახელი ყველამ გაიგო. ეს ახალგაზრდა ბიჭი ვლადიმერ პუტინი გახლავთ”

კომენტარები

კომენტარი