ვიზუალური ხელოვნება

კარავაჯოს ნაპოვნი ტილო 171 მილიონ დოლარად შეიძლება გაიყიდოს

იტალიელი ფერმწერის, კარავაჯოს ტილო „ივდითი და ჰოლოფერნე“, რომელიც 2014 წელს საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, სხვენში შემთხვევით აღმოაჩინეს, შესაძლოა, აუქციონზე $171 მილიონად გაიყიდოს, რადგან ლუვრმა 100 მილიონ ევროდ მის შეძენაზე უარი თქვა.

აღნიშნული ნახატი, რომელზეც ბიბლიური ივდითი ასურელ გენერალ ჰოლოფერნეს თავს ძილის დროს აჭრის, მეორე ვარიანტს წარმოადგენს, რომელიც მხატვარმა, სავარაუდოდ, 1600-1610 წლების პერიოდში შექმნა. პირველი ვარიანტი კი, სადაც იგივე ბიბლიური ეპიზოდია, კარავაჯომ 1599-1602 წლებში დახატა და იგი დღეს რომში ინახება.

ფერწერული ნამუშევარი უქციონერმა მარკ ლაბარბმა ტულუზაში მეგობრისგან აღმოაჩინა და ხელოვნებათმცოდნერ ერიკ ტურკინს შეატყობინა რომელმაც დაადასტურა, რომ ტილო კარავაჯოს დაკარგულ შედევრს წარმოადგენდა.

ნახატის ისტორია 1619 წლის შემდეგ უცნობი იყო.

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: Caravaggio_Judith_Beheading_Holofernes.jpg

კომენტარები

კომენტარი