ლიტერატურა

2019 წელს ნობელის ლიტერატურული პრემია ორჯერ გაიცემა

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2019 წელს ორჯერ გაიცემა. ამის შესახებ თავად ნობელის პრემიის ოფიციალურმა წყარომ განაცხადა.

ზემოთხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი გასულ წელს გაუქმებული დაჯილდოება გახლავთ, რომელიც #MeToo კამპანიის სექსსკანდალის გამო შეწყდა.

კერძოდ, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 2018 წელს თვრამეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის შვედეთის აკადემიის დაფინანსებით, კულტურულ პროექტს ახორციელებდა. ამასთან, არნო კომიტეტის წევრის, პოეტისა და მწერლის, კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა.

ნობელის ფონდის ცნობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ლიტერატურის დარგში 2019 და 2018 წლების ლაურეატებს გამოავლენენ.

კომენტარები

კომენტარი