ვიზუალური ხელოვნება

10 გასაოცარი ფოტო National Geographic-ის ინსტაგრამ კონკურსიდან

Ketan Khambhatta – გრან პრის მფლობელი

Grand Prize Winner Ketan Khambhatta
კენიაში, მასაი მარას ეროვნულ პარკში ზებრები ნიანგებს ეძებენ, ანტილოპები კი მდინარის გადაკვეთას ცდილობენ. “ეს სურათი ძალიან დინამიური და ღრმაა, რაც მნახველს ატყვევებს” – ფოტოგრაფი მუჰამედ მუისენი.

André Musgrove

André Musgrove
“ამ სამყაროს მაღლიდან თვალიერება სატელიტით დედამიწის გარშემო ორბიტირებას ჰგავს. ეს გახლავთ ჩემი სამყაროს ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი”

Adam Kiefer – ფინალისტი

Finalist Adam Kiefer
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარკის რეინჯერი, მეთიუ შამავუ ეხვევა მატაბიშის, მთის გორილას. ეს გახლავთ Senkwekwe – მთის გორილების ერთადერთი რეაბილიტაციის ცენტრი მსოფლიოში. “ეს სურათი გასაოცარია იმის გამო, რომ იგი მეტაფორულად ასახავს იმ ბრუტალურ სამყაროს, რომელიც ამ კადრს მიღმა არსებობს” – ფოტოგრაფი ამი ვიტალი.

Frank Haluska – ფინალისტი

Finalist Frank Haluska
“თეთრი ყანჩები მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, თუმცა, ამავდროულად, ისინი კარგი მონადირეები არიან და ჭამენ ყველაფერს, რისი დაჭერაც შეუძლიათ”

Yuri Choufour

Yuri Choufour
“შავი დათვები იცავენ სხვადასხვაგვარ დიეტას, თუმცა მათთვის უმნიშვნელოვანესი პროტეინებია, რომლებითაც ისინი ზამთრის ძილისთვის რეზერვს იმზადებენ”

Devon Fox

Devon Fox
“შეგიძლიათ ზღვის ცხენი იპოვოთ?”

Sebastian Scheichl

Sebastian Scheichl
“ფარერის კუნძულზე ფიქრისას პირველად აუცილებლად ცხვარი გვახსენდება”

Francisco J. Perez – ფინალისტი

Finalist Francisco J. Perez
ზაფხული. გრანდ კანიონის თავზე ელვა დათარეშობს. “ეს სურათი გამორჩეულია იმით, რომ ის ასახავს იმ უიშვიათეს მომენტს, როდესაც ელვა მოეფინება ხოლმე გრანდ კანიონს, ამასთანავე გასაოცარი ტექნიკური შესაძლებლობების განსახიერებაა”

Nicholas Parker

Nicholas Parker
“აქაურ ამინდს შეიძლება “ზამთრის პროვოკაცია” ვუწოდოთ”

Jacintha Verdegaal

Jacintha Verdegaal
“უამრავი ფოტო შემიძლია გავაზიარო ტაილანდური მოგზაურობიდან, თუმცა დღე, რომელიც 4 გადარჩენილ სპილოსთან გავატარე 2019 წელს ყველაზე გასაოცარი აღმოჩნდა”

კომენტარები

კომენტარი