ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე განთავსებულ ეროვნულ სტენდზე მიღებას გამართავს

13 მარტს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ლონდონის წიგნის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს ეროვნულ სტენდზე (5D118) გამართავენ ერთობლივ მიღებას.

მიღებას დაესწრება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მეშვიდედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, წიგნის ბრიტანულ ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოს ეროვნული სტენდზე 170-მდე ქართული გამოცემის, ცალკეულ გამომცემელთა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კატალოგების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი