არქიტექტურა, არქეოლოგია

ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმს ააშენებენ

გუდამაყარში, სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება. ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

Shalva Kereselidze • შალვა კერესელიძე-ს ფოტო.

გავრცელებული ინფორმაციით, ორსართულიან მუზეუმში, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, განთავსდება მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე.

ამასთან, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც იქნება მწერლის სახელობის წყარო და ღია სცენა.

შეგახსენებთ, რომ ჩოხი გოდერძი ჩოხელის მშობლიური სოფელია.

კომენტარები

კომენტარი