კინო

სლოვაკეთის საელჩო “რაჭა, ჩემი სიყვარულის” მეორე ნაწილზე მუშაობს

სლოვაკეთის საელჩო ქართული საბჭოთა ფილმის, „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ მეორე ნაწილის გადაღებით დაინტერესდა. როგორც Imedinews-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის პრესსამსახურში განუცხადეს, ფილმის გადაღება სლოვაკეთისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით გადაწყდა.

წყაროს ინფორმაციით, სცენარი უკვე მზადაა, თუმცა საელჩო ჯერ კიდევ კომედიური ჟანრის ფილმისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებაზე მუშაობს.

ჯერ-ჯერობით, უცნობია, მსახიობების ვინაობა და გადაღებების დაწყების დრო.

შეგახსენებთ, ქართული საბჭოთა ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ პრემიერა 1977 წლის 8 ივლისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი