საშემსრულებლო ხელოვნება

თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი დასრულდა

გუშინ, 2 თებერვალს ფილარმონიაში თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი დასრულდა.

ჯაზფესტივალი წელს ლეგენდარულ ამერიკელ ჯაზგიტარისტსა და 20 გრემის მფლობელს, პეტ მეთინს მასპინძლობდა.

ფესტივალზე, მეთინის ტრიოსთან ერთად, წარმოდგენილნი იყვნენ Tbilisi Big-Band-ი, სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

“ვფიქრობთ,წლევანდელი ფესტივალი ისტორიული გამოვიდა. ფესტივალის ჰედლაინერი 20 გრემის ჯილდოს მფლობელი Pat Metheny იყო, რომელიც ქართველი მსმენელის წინაშე ორი კონცერტით წარდგა. თუმცა, თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი განსაკუთრებული მხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავის გამო არ ყოფილა. მადლობა გვსურს გადავუხადოთ Tbilisi Big Band და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire-ის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტებს, არაჩვეულებრივი კონცერტისთვის – ვფიქრობთ, ძველი და ახალი თაობის ტანდემი იდეალურად შედგა;

და, რა თქმა უნდა,  განსაკუთრებული მადლობა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და მაესტრო ვახტანგ კახიძეს. ორკესტრის თითოეული წევრის პროფესიონალიზმის წყალობით, გუშინ ღირსეული მსოფლიო პრემიერა შედგა პეტ მეთინის რანგის მუსიკოსთან. გილოცავთ, ამ წარმატებას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. “ – განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

ფესტივალი 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი