ვიზუალური ხელოვნება

“პარალელური სამყარო მხატვრობაში” – დავით კოჩუაშვილის ნახატების სერია

„პარალელური სამყარო მხატვრობაში“ 22 წლის თვითნასწავლი მხატვრის, დავით კოჩუაშვილის მობილურში შექმნილი ნახატების სერიაა, რომელიც ცნობილი ნამუშევრები საპირისპირო ვერსიებს გულისხმობს, რადგან, ამ შემთხვევაში, ფაქტები და მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.

მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს ციფრულად, ტელეფონში ასრულებს. თუმცა, ეს მისი ერთადერთი მიმდინარეობა როდია. სხვადასხვა დროს იგი ერთნაირი წარმატებით სხვადასხვა ფორმატში ხატავს.

დავით კოჩუაშვილი მობილურში შექმნილ ნახატების სერიას – “პარალელური სამყარო მხატვრობაში” – აქვეყნებს.

“პარალელური სამყარო მხატვრობაში” ცნობილი მხატვრების კიდევ უფრო ცნობილი ნამუშევრების განსხვავებულ, ერთგვარად, შინაარსობრივად საპირისპირო ვერსიებს მოიცავს.

ზემოხსენებული სერიიდან ერთ-ერთი ნამუშევარი (გუსტავ კლიმტი – „კოცნა“) Art is a way of survival-ის გვერდზეც მოხვდა.

ედვარდ მუნკი – „კივილი”
გუსტავ კლიმტი – „კოცნა“
რენე მაგრიტი – „ძე კაცისა“
ვინსენტ ვან გოგი – „მარადისობის ჭიშკართან“
ლეონარდო და ვინჩი – „საიდუმლო სერობა“
გრანტ ვუდი – „ამერიკული გოთიკა“

კომენტარები

კომენტარი