ლიტერატურა

ვაჟა ფშაველა ბრიტანელმა მკითხველმა გაიცნო

გამორჩეული ქართველი პოეტის, ვაჟა ფშაველას შესახებ გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის პრეზენტაცია გუშინ, პირველ მარტს ლონფონის Asian House-ში გაიმართა.

“Unveiling Vazha-Pshavela” – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის საუკეთესო ნამუშევრების კოლექციას წარუდგენს მკითხველს. ზემოთხსენებული კრებულის თარგმანზე “ლონდონის დედოფალი მერის უნივერსიტეტის” რუსული და ქართული ენების პროფესორი, დონალდ რეიფილდი მუშაობდა.

მასთან ერთად, ამ საქმეში ქართველმა ავტორებმაც შეიტანეს წვლილი.

“პოემები, რომელიც ამ წიგნში შევიდა, კარგად ასახავს ვაჟას ძლიერ, ტრაგიკულ და ხშირად შექსპირისეულ სტილს, ამასთან ერთად, პოეტის იდეები და მისი დამოკიდებულება ბუნებასთან რელევანტურია დღევანდელ ეკოლოგიურ პოლიტიკასთან” – აცხადებენ პრეზენტაციის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი