ლიტერატურა

ექსპერიმენტი: პოეტმა შოთა იათაშვილმა არჩილ თალაკვაძის ლექსი თავისად გაასაღა

როგორც მოგეხსენებათ, სოცმედიაში გავრცელდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერისა და დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ლექსი “მარტოსული პოეტის ქორწინება”.

ფაქტმა, რომ დეპუტატი ლექსებს წერს, საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია. მკითხველთა უმეტესობა თალაკვაძის შემოქმედებას არასერიოზულად მოეკიდა.

პოეტმა და მთარგმნელმა შოთა იათაშვილმა, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ექსპერიმენტი ჩაატარა და პარლამენტარის ლექსების კრებულიდან “ლირიკული ლარნაკი” საზოგადოებისთვის უცნობი ლექსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თავისად გაასაღა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ექსპერიმენტის მოსალოდნელმა შედეგმა გაამართლა.

“დღეს გამთენიისას აქ ლექსი დავდე, რომელიც ჩემად გავასაღე. არადა, ის იმ პოლიტიკოსის იყო, რომლის ერთი პოეტური ნიმუში გუშინ საყოველთაო დაცინვისა და ლაზღანდარობის ობიექტი გახდა. ლექსმა მოწონება დაიმსახურა. მან რამდენიმე საათში უკვე 50-ზე მეტი ლაიქი და გული დაიმსახურა. არცერთი, ასე ვთქვათ, დაჰაჰავება. ანუ ყველამ ეს ლექსი სერიოზულად მიიღო და მოიწონა, ვერავინ მიხვდა, რომ მე აქ რაღაცას ვიტყუებოდი. სხვათა შორის, ლექსის მომწონებელთა შორის საკმაოდ არიან ჩემი მეგობრები – კარგი პოეტები, კრიტიკოსები და მთარგმნელები.” – ამბობს იათაშვილი.

კომენტარები

კომენტარი