არქიტექტურა, არქეოლოგია

„პარაგრაფი“ Autograph Collection-ის სასტუმროებს შორის ევროპაში პირველ ადგილზეა

Marriott International-მა “პარაგრაფი”, Autograph Collection-ის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა.

სტატუსი განისაზღვრა მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით. პარაგრაფი ამ მონაცემით უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.

ამ წარმატებას “პარაგრაფმა” ერთ წელში მიაღწია მომსახურების მაღალი ხარისხითა და მრავალფეროვნებით.

„პარაგრაფს“ ეს დიდი წარმატება „მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტმა ჯონ ლაისენსმა მიულოცა: “მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია. „პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელი მომსახურების სერვისისა და ქართული სტუმარ- მასპინძლობის დამსახურებაა.ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ ავტოგრაფის კოლექციის ნაწილია. გახსნის დღიდან, 1 წლის თავზე, ამ სასტუმრომ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია, რაც ადასტურებს იმას, რომ სასტუმრო არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს”.

სასტუმროს 220 ნომერი, 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები უნიკალურს ხდის.

სასტუმროში დასაქმებულია 450 ადამიანი, საიდანაც 95% ადგილობრივია. მათ სისტემატურად უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები.

კომენტარები

კომენტარი