ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

სტუდენტებისთვის პროექტი “წიგნის აკადემია” იწყება

კონრად ადენაუერის ფონდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სტუდენტებისთვის ერთობლივ პროექტს “წიგნის აკადემია” იწყებს.

ოსამი თვის განმავლობაში, პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები. ავტორები, სპეციალური ლექციების ფარგლებში, მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რასაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ.

პროექტი „კონრად ადენაუერის ფონდისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით“, „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი