არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს 150 ათასზე მეტ ქანდაკებას გააციფრულებენ

საქველმოქმედო ორგანიზაზიამ, სახელწოდებით Art UK გააციფრულა და საკუთარ საიტზე განათავსა 1000-ზე მეტი ქანდაკება, რომლებიც დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის. ამ გზით, დიდი ბრიტანეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელსაც ექნება სახელმწიფოში არსებული ქანდაკებების რეესტრი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელების თქმით, სკულპტურების გაციფრულების მიზანი მათი ხელმისაწვდომობის გამარტივება იყო. ადამიანები შეძლებენ ნახონ ისეთი ქანდაკებებიც, რომლებიც განსაკუთრებულ საცავებში ინახება და რთულია მათი დათვალიერება. ორგანიზაცია გვპირდება, რომ 2020 წლისთვის ინტერნეტში ხელმისაწვდომი იქნება 150 ათასზე მეტი ქანდაკების ფოტო.

“ფერწერა, უფრო დასავლეთ ევროპული ტრადიციაა, თუმცა ქანდაკებათა კოლექცია მთელ მსოფლიოს მოიცავს. მასში ნახავთ ბუდასაც, მეთორმეტე საუკუნის ინდურ რელიეფებსაც. ეს კი მხოლოდ პირველი ათასი ფოტოა” – განაცხადეს პროექტის ორგანიზატორებმა.

Prone Buddha

კომენტარები

კომენტარი