არქიტექტურა, არქეოლოგია შემოქმედებითი ინდუსტრიები

სამხრეთ კორეაში რობოტექნიკის მუზეუმს რობოტები ააშენებენ

სამხრეთ კორეაში, სეულში შეიქმნება მეცნიერებისა და რობოტექნიკის მუზეუმი, რომელსაც რობოტები აშენებენ. პროექტის ინიციატორთა თქმით, რობოტები ჩართული იქნებიან მუზეუმის შექმნის ყველა ეტაპში.

მუზეუმი განთავსებული იქნება 2 500 კვადრატულ მეტრზე. მაღალტექნოლოგიური შენობის დიზაინი თურქულ არქიტექტურულ კომპანიას (Melike Altınışık Architects) ეკუთვნის. მათ გაიმარჯვეს სეულის მტავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსზე. “ახალი მუზეუმი გადამწყვეტ როლს ითამაშებს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში. მისი საშუალებით, ადამიანები არა მხოლოდ ნახავენ რობოტებს, არამედ, რობოტები თავად იქნებიან პასუხისმგებელნი ამ მუზეუმის შექმნაზე” – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

მუზეუმის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება და, საარაუდოდ, 2022 წელს გაიხსნება.

Pioneer-Robot-Science-Museum-_02
Pioneer-Robot-Science-Museum_01
Pioneer-Robot-Science-Museum_03

კომენტარები

კომენტარი