საშემსრულებლო ხელოვნება

მსოფლიოში აღიარებული საცირკო შოუ თბილისში

თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიოში აღიარებული საცირკო შოუ იგეგმება.  ძმები ზაპაშნების საპროდიუსერო ცენტრი 11 ნოემბერს ქართველ მაყურებელს დიდ სიურპრიზს უმზადებს.

საცირკო შოუ, სახელწოდებით “UFO”  –  არის ფანტასტკის ჟანრი, რომლის სიუჟეტიც    კოსმოსური თეფშის ბორტზე ვითარდება. ხომალდის უნებლიე სტუმრები არიან ადამიანები დედამიწიდან, რომელებიც  შორეულ გალაქტიკაში უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს.  სცენარის მიხედვით, ხომალდზე მოხვედრილი ტყვეები, უცხოპლანეტელებს და არამიწიერ ცივილიზაციას ეცნობიან.

საცირკო შოუ  “UFO” გაჯერებულია მრავალფეროვანი ნომრებით, რომლებსაც  აკრობატები, ჟონგლიორები, ჯამბაზები და სხვა არტისტები ქმნიან.

UFO–ს ახალი საცირკო შოუ ეფუძნება საავტორო მუსიკას, თანამედროვე განათებასა და ლაზერულ ინსტალაციას, ახალი ეპოქის ხმოვან და ვიდეოტექნოლოგიებს.

კომენტარები

კომენტარი