არტ ტესტები კულტურა

ქვიზი: კულტურული ქართველი ხარ თუ უკულტურო ქართველი?

„მილიონობით ადამიანის ცხოვრების რეფორმირებისას მნიშვნელოვანია კულტურის უნიკალურობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, — უკრაინის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სვეტლანა ფომენკო.

„პოლიტიკა უნდა აერთიანებდეს კულტურას, მეცნიერებას, ეკონომიკასა და ბიზნესს, რათა უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“, — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

„თუ კულტურას დავკარგავთ, მაშინ საერთოდ რისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რა უნდა დავიცვათ?“ — უინსტონ ჩერჩილის ეს გამონათქვამი ფორუმზე საქართველოს კულტურის მინისტრმა გააჟღერა.

„კულტურა ერს სახეს უნარჩუნებს“, — სომხეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნერსერ ტერ-ვარდანიანი.

„კულტურა ეკონომიკის წარმატებულ სექტორად შეიძლება ვაქციოთ“, — მოლდოვის კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.

„კულტურულმა და შემოქმედებითმა სექტორმა უნდა მოახეხოს საკუთარი თავის ორგანიზება. ეს პოლიტიკის შესახებ წარმატებული დილოგის და ინფორმაციის გაცვლის ერთადერთი გარანტიაა“, — ლუჩიანო გლორი, შემოქმედებითი ეკონომიკის ექსპერტი.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ გამონათქვამებისა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნისა თუ ეპოქის მნიშვნელოვან ადამიანებს კულტურაზე უთქვამთ. მართლაც, კულტურა ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს და, ფაქტობრივად, ეროვნული იდენტობის ტოლფასიცაა. იმაზე, რომ კულტურა უპირველესი ადამიანური მონაპოვარია, ერთეულების გამოკლებით, ყველა ვთანხმდებით, თუმცა, როგორც არ უნდა ვცადოთ კულტურის სუბიექტურობის გვერდის ავლა, მაინც წავაწყდებით აქ არსებულ პრობლემებს, რომლებსაც კულტურის ინდივიდუალური აღქმა იწვევს.

ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ერი და ქართული კულტურა მეტ–ნაკლებად კონსერვატიულ ღირებულებებზე დგას. “არტნიუსმა” ეს წინაპირობა გაითვალისწინა და მოამზადა 10 საკითხიანი ქვიზი, სადაც გაიგებთ უკულტურო ქართველი ხართ თუ კულტურული:

გააკეთე ტესტი და გაიგე კულტურული ქართველი ხარ თუ უკულტურო ქართველი

კომენტარები

კომენტარი