კინო

ჯეიმს კამერონი “აქვამენს” აკრიტიკებს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, ჯეიმს კამერონი DC-ს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმს, “აქვამენს” აკრიტიკებს.

რეჟისორის თქმით, მთავარი გმირი წყალში ცურვის დროს ფეხებს არარეალისტურად ამოძრავებს.

ამავდროულად, კამერონის აზრით, ფილმში წამოჭრილი ოკეანის დაბინძურების პრობლემის მიუხედავად “აქუამენი” მაყურებელს წყალქვეშა ცხოვრებაზე ყალბ წარმოდგენას უქმნის.

ამის შესახებ ოსკაროსანმა რეჟისორმა Yahoo-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა და განაცხადა, რომ არასდროს გადაიღებს ფილმს, რომლის სიუჟეტიც ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი