ვიზუალური ხელოვნება

დღეს მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართება

თიბისი ბანკისა და თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომლობით, 15 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება გამოფენის „თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში“ გახსნა და წიგნის „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია „მაგნუმ ფოტოს“ წევრი ფოტოგრაფების: რობერტ კაპას, ანრი კარტიე-ბრესონის, კარლ დე კაიზერის, გიორგი პინხასოვის, ინგ მორატის, იონას ბენდიკსენის, პაოლო პელეგრინის, ტომას დვორჟაკის და მარტინ პარის მიერ თბილისში გადაღებული 35-მდე ფოტო.

წიგნი „Martin Parr Tbilisi“ მარტინ პარის თბილისში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს და აკა მორჩილაძის ტექსტს აერთიანებს.

პროექტი თბილის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში. ღონისძიების პარტნიორები არიან ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი