კინო

ახალი Frozen-ის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ინტერნეტში Disney-ს ანიმაციური ფილმის Frozen-ის ახალი ნაწილის ტრეიერი გამოჩნდა. ვიდეო Walt Disney Animation Studios ოფიციალურ იუთუბ არხზე დაიდო.

მულტფილმის მოქმედება, ამჯერად, ერენდელის სამეფოში არ ვითარდება. ტრეილერშ ჩანს, როგორ ცდილობს ელზა ოკეანის გადაკვეთას, თავისი მაგიური უნდარით: ყინულისა და თოვლის წარმოქმნის შესაძლებლობით. ტრეილერში ჩანს, აგრეთვე ელზას და, ანა, თავის შეყვარებულ კრისტოფთან და თოვლისკაცუნა ოლაფთან ერთად.

ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია, რომ Frozen 2-ის პრემიერა, აშშ-ში 2019 წლის 22 ნოემბერს შედგება.

Frozen-ის პირველი ნაწილი 2013 წელს გამოვიდა და Disney-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტფილმი გახდა. მან $1,2 მილიარდზე მეტი გამომუშავა, მსოფლიო მასშტაბით.

პოპულარული გახდა, არეთვე, ანიმაციის ტრეილერის საუნდტრეკი, სახელწოდებით “Let It Go”. 2014 წელს, ამ ტრეკის 11 მილიონზე მეტი ციფრული კოპიო გაიყიდა. კომპოზიციამ, აგრეთვე მიიღო ჯილდოები: “გრემი” და “ოსკარი”.

კომენტარები

კომენტარი