კინო

Breaking Bad-ის კინოეკრანიზაცია იგეგმება

Weekly Entertainment-ის ცნობით, AMC-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სერიალის, Breaking Bad-ის კინოეკრანიზაცია უკვე დაგეგმილია და ამ უკანასკნელის შესახებ დეტალებსაც ავრცელებს.

ოფიციალური წყარო ადასტურებს, რომ ფილმი სერიალის სიუჟეტის გაგრძელება იქნება, კერძოდ, ისტორია ჯესი პინკმენის გარშემო განვითარდება.

ამავდროულად, უცნობია ვიხილავთ თუ არა ფილმში ვოლტერ ვაითის პერსონაჟს. მისი როლის შემსრულებელმა, ბრაიან კრენსტონმა გასულ თვეს დენ პატრიკის შოუში განაცხადა, რომ ცნობილი სერიალის “მძიმე დანაშაული” კინოეკრანიზაცია იგეგმებოდა, თუმცა განმარტავდა: “სცენარი არ მიმიღია, არც კი წამიკითხავს. ასე რომ, კითხვის ქვეშაც კი დგას ვოლტერ ვაითის პერსონაჟის არსებობა ფილმში”.

გადაღებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი