შემოქმედებითი ინდუსტრიები

სპაიკ ლიმ და კვენტიმ ტარანტინომ “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია გააკრიტიკეს

40-ზე მეტმა კინომატოგრაფმა და რეჟისორმა, მათ შორის მსახიობმა სპაიკ ლიმ და კვენტიმ ტარანტინომ, ღია წერილში გააკრიტიკეს ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილება, არ გადასცენ პირდაპირი ტრანსლაციით რამდენიმე ნომინაციის დაჯილდოება. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

აკადემიის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ტრანსლაციით არ გადაიცემა შემდეგი ნომინაციების დაჯილდოება: “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი”, “საუკეთესო მონტაჟი”, “საუკეთესო ვარცხნილობა და მაკიაჟი” და “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი”. ეს ოთხი ნომინაცია შევა მხოლოდ სატელევიზიო ცერემონიის დარედაქტირებულ ვარიანტში.

აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ტრანსლაციის ხანგრძლივობის შესამცირებლად.

კინემატოგრაფები და მსახიობები კი ღია წერილს, რომლითაც ამ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ, კინოაკადემიის ხელმძღვანელს, ჯონ ბეილს სწერენ. მათი თქმით, ჯერ კიდევ არაა გვიანი გადაწყვეტილების შეცვლა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი