ვიზუალური ხელოვნება

აფრიკაში 100 წლის შემდეგ უიშვიათესი შავი ლეოპარდი დააფიქსირეს

ბიოლოგებმა კენიაში პრიალა შავი ლეოპარდი დააფიქსირეს, პირველად 1909 წლის შემდეგ, როცა ცხოველი უკანასკნელად აღბეჭდეს ფირზე.

სან-დეიგოს ზოოპარკის მეცნიერის, ნიკ პილფოლდის განცხადებით, მათ ძალიან გაუმართლათ, როცა ლეოპარდს ვიდეო გადაუღეს. ბიოლოგთა ჯგუფმა ლოისაბის ნაკრძალში სპეციალური კამერები მოათავსა, რათა ლეოპარდთა პოპულაციისთვის ეთვალთვალათ. სწორედ მაშინ გაიგეს დაუდასტურებელი ცნობები შავი ლეოპარდის შესახებ.

მათ კამერები ზუსტად იმ ადგილებში განათავსეს, სადაც ცნობები შავი ლეოპარდის შესახებ მიუთითებდა. დაკვირვებები რამდენიმე თვე გაგრძელდა.

შავ ავაზას ფერი მელანიზმის ანუ შავი პიგმენტების ჭარბი რაოდენობის გამო აქვს. მიუხედავად შავი ფერისა, კატების ხსენებულ ეგზოტიკურ წარმომადგენელს ლეოპარდისთვის დამახასიათებელი ხალებიც ეტყობა.

 

კომენტარები

კომენტარი