არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება ლიტერატურა

ფოტოგრაფი მესოპოტამიაში – აგათა კრისტი

ცოტა ხნის წინ გამოცემა DailyMail-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ფოტოგრაფი მესოპოტამიაში – აგათა კრისტი”, სადაც თავმოყრილი იყო ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერლის მიერ გადაღებული ფოტოები.

როგორც გაირკვა, ყოველ წელს აგათა თავის მეორე ქმარს, არქეოლოგ მაქს მალოუენს გათხრებზე დაჰყვებოდა, სადაც მისი მოვალეობა ძიებისა და აღმოჩენის პროცესის ფირზე ასახვა იყო.

1950–იანი წლების განმავლობაში, მათ არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი აღმოაჩინეს. მათ შორის, ერაყის დაკარგული ქალაქი – ნიმრუდი.

მისი შვილიშვილის, მეთიუ ფრიჩარდის თქმით, ისინი ყოველ ზამთარს უჩინარდებოდნენ ერაყსა თუ სირიაში და უკან მაისში ან ივნისში ბრუნდებოდნენ.

“ეს საქმიანობა მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ლიტერატურა” – ამბობს მეთიუ.

აღმოჩენებს შორის უამრავი არტეფაქტი იყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმრუდის ნაქალაქარში აღმოჩენილი “ნიმრუდის მონა ლიზა” გახლდათ. ის სწორედ აგათას მიერ გადაღებულმა ფოტოებმა შემოგვინახა.

აღსანიშნავია, რომ მათ მიერ მიკვლეული ექსპონატების დიდი ნაწილი ISIS-ის მიერ იქნა განადგურებული.

Christie captured breathtaking images of what she and her husband discovered, including the famous statue of lamassu

Another viewpoint of the Iamassu sculpture, captured by Christie in 1949, shows the figure which guarded the royal court from evil at the ancient site of Nimrud  

This Christie image shows two the two Assyrian winged bull deities of Iamassu from the front leading to the palace entrance

 

 

 

კომენტარები

კომენტარი