კინო

“ბერლინალეზე” ქართული მიღება გაიმართა

საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, რომელიც ბერლინში მიმდინარეობს, ქართული მიღება გაიმართა.

საქართველოს სტენდთან შეკრებილ ქართველ და უცხოელ კინემატოგრაფისტებს საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი მასპინძლობდა.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ არის წარმოდგენილი.

ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ერთობლივად წარმოადგენენ.

პავილიონში, ქართული ფილმების გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ აცნობენ.

კომენტარები

კომენტარი