კინო

ეროვნულმა კინოცენტრმა ქართული ფილმები მილიონ ორასი ათასი ლარით დააფინანსა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

კინოცენტრის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 21-მა პროექტმა, აქედან მეორე ტურში გადავიდა 8  პროექტი. საბოლოოდ კი, საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, კინოცენტრს 4 პროექტის დაფინანსების რეკომენდაცია მიეცა:

1) პროექტი ,,სად მიდის ლიზა’’ დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
2) პროექტი ,,თხილი’’ დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
3) პროექტი ,,ცივი ღრუბლები’’ დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
4) პროექტი ,,ტერცო მონდო’’ დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

საერთო ჯამში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ქართული ფილმების დასაფინანსებლად მილიონ ორასი ათასი ლარი გამოჰყო.

როგორც კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაფინანსებული თანხის ოდენობა გადანაწილდა საექსპერტო კომისიის მიერ თითოეული გამარჯვებული პროექტის ავტორთან (პროდიუსერი/რეჟისორი) შეთანხმებით.

1.,,სად მიდის ლიზა (ქართულ–აფხაზური დღიურები)” (პროდიუსერი – შპს „N&N’’ ნანაჯანელიძე, რეჟისორი – ნანა ჯანელიძე , სცენარის ავტორი – ნანა ჯანელიძე,ლია
ტოკლიკაშვილი). – 191 ქულა.
2.,,თხილი” (პროდიუსერი – შპს ,,კინო იბერიკა” ლევან კოღუაშვილი , რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი, სცენარის ავტორი – ლევან კოღუაშვილი, გიორგი კეკელიძე).- 189 ქულა.
3. ,,ცივი ღრუბლები”(პროდიუსერი -შპს ,,20 Steps Productions’’ ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – კახაბერ კიკაბიძე, სცენარის ავტორი – კახაბერ კიკაბიძე).- 187 ქულა.
4. ,,ტერცო მონდო“(პროდიუსერი – სს ,,ქართული ფილმი’’ ხათუნა ხუნდაძე, რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი , სცენარის ავტორი – მერაბ კოკოჩაშვილი). -182 ქულა.

 

კომენტარები

კომენტარი