კინო

დენიელ რედკლიფი: “ვიცი, რომ უკანასკნელი ჰარი პოტერი არ ვარ”

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი დენიელ რედკლიფი IGN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია – ჰარი პოტერის შესახებ კიდევ დიდხანს გადაიღებენ ფილმებსა თუ სერიალებს.

“ვიცი, რომ უკანასკნელი ჰარი პოტერი არ ვარ, ვისაც ჩემ ცხოვრებაში ვიხილავ” – აცხადებს რედკლიფი.

“საინტერესოა – კიდევ რამდენი ხანი დარჩება ეს ფილმები” – დასძენს მსახიობი, თავისი მონაწილეობით გადაღებული ჰარი პოტერის სერიების შესახებ. “მე ვგრძნობ მათ გარშემო არსებულ სიწმინდესა და ხელშეუხებლობას ამ მომენტში, მაგრამ ეს გაქრება და ეს ბრწყინვალებაც შეიძლება დაიკარგოს. საინტერესო იქნება მათი ახალი ვერსიების ნახვა, იქნება ეს ფილმი თუ სერიალი. მე მათ დიდი სიამოვნებით ვნახავდი”.

კომენტარები

კომენტარი