არქიტექტურა, არქეოლოგია

ეგვიპტეში 4600 წლის წინანდელ სამარხში 13 წლის გოგოს ცხედარი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, კაიროდან დაახლოებით 60 მილის მოშორებით, მკვლევარებმა 13 წლის გოგოს ცხედარი აღმოაჩინეს.

მისი გარდაცვალების მიზეზი და პერიოდი უცნობია, თუმცა ტერიტორია, სადაც გათხრები განხორციელდა, 4600 წლისაა და მესამე დინასტიის ფარაონთა პერიოდს უკავშირდება.

საინტერესოა, რომ ცხედარი, რომელიც პირამიდის შიგნით მიაკვლიეს, მჯდომარე პოზაში იყო. ამასთან ერთად, მეცნიერებმა ორი ცხოველის თავის ქალა აღმოაჩინეს. მკვლევარების აზრით, ისინი ხარის თავის ქალებია, რომლებიც მსხვერპლშეწირვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი