ვიზუალური ხელოვნება ლიტერატურა

ორჰან ფამუქი თავის გადაღებულ ფოტოებს წიგნად გამოსცემს

ხშირად, ორჰან ფამუქი საკუთარი სტუდიიდან აივანზე ინაცვლებს და მშობლიური ქალაქის ფოტოებზე ასახვას ცდილობს.

სულ ცოტა ხნის წინ დაანონსდა ცნობილი მწერლის გამოფენა, რომელზეც 2012 წლიდან მოყოლებული, დღემდე გადაღებულუ 600 მდე ფოტო გამოიფინება.

გარდა ამისა, ჯერარდ სტეიდლმა მისი ფოტო-წიგნიც გამოსცა, სადაც მთავარი თემა, რაღა თქმა უნდა, ისევ და ისევ სტამბოლია, რომელიც მწერლის ლიტერატურაშიც არაერთხელაა მიჩნეული მთავარ ლოკაციად.

ფოტოკოლაჟს “აივანი” (“ბალკონი”) ჰქვია. მასში, ძირითადად, ფამუქის მშობლიური ქალაქის ღირსშესანიშნაობები და, ამავდროულად, მის თავზე გადაჭიმული ცაა ასახული. როგორც ავტორი ამბობს, “ის მოცემულობები, რომლებიც სტამბოლის ქაოსიდან გამოირკვევა”.

“მე ვიღებდი ამ ფოტოებს მაშინ, როდესაც ლიტერატურის წერა მიჭირდა… და ისინი ასახავენ ჩემს გონებაში არსებულ საგნებს” – ამბობს ფამუქი. “შეცვლიან თუ არა ეს სურათები ჩემს სამუშაო სფეროს? რადიკალურად – არა, თუმცა გავლენა ნამდვილად ექნებათ. ყველაფერი შთააგონებს ერთმანეთს”.

კომენტარები

კომენტარი