კინო

“აქვამენის” შემდგომი სერია ოფიციალურად დაანონსდა

მას შემდეგ, რაც “აქვამენი” DC-ს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად დასახელდა, ოფიციალური წყაროები შემდგომი ეპიზოდის გამოსვლას აანონსებენ.

მითქმა-მოთქმა მომდევნო ეპიზოდის გამოსვლის შესახებ დიდი ხნის წინ გავრცელდა, ამასთანავე, Warner Bros. აცხადებდა, რომ “აქვამენი” მალე ჰიტად იქცეოდა, რაც თითქმის აუცილებლობად სახავდა მის გაგრძელებას.

NME-ს ცნობით, ოფიციალური წყარო ადასტურებს, რომ სცენარისტი ჯონსონ მაკგოლდრიკი ახალ ნაწილზე სამუშაოდ უკვე მიიწვიეს. ამასთანავე, ჯეიმს უენსა და პიტერ საფრანთან ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

კომენტარები

კომენტარი