ვიდეოები სტილი, დიზაინი

ალექსანდრ მაკ–ქუინის 10 საუკეთესო მოდის ჩვენება

ალექსანდრ მაკ–ქუინი ყოველთვის ცნობილია მოდის პანკური ხაზითა და იმ ექსტრაორდინალური პროდუქციით, რომლითაც მე–20 საუკუნის დასასრულსა და 21–ე საუკუნის დასაწყისში თავი დაიმკვიდრა. მაკ–ქუინის მოდის ჩვენებები დაწყებული წარმოდგენიდან “გოგონა, რომელიც ხეზე ცხოვრობდა’ “პლატონის ატლანტიდას” ჩათვლით მისტიკური აურითა და ხასიათით გამოირჩეოდა.

2008 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის – “გოგონა, რომელიც ხეზე ცხოვრობდა” – შთაგონების წყარო დიზაინერის მშობლიური სახლის ბაღში მდგარი 600 წლის თელა იყო. შოუში წარმოდგენილი ამბავი ველური გოგოს ირგვლივ ვითარდებოდა, რომელიც ხიდან ჩამოდის, რათა შეხვდეს პრინცს და გახდეს დედოფალი. “ეს კოლექცია მაკ-ქუინის შემოქმედებაში ყველაზე უფრო ლირიკული და ლამაზი გახლდათ. ჩვენებაში წარმოდგენილი იყო მდიდრული დიზაინის სამოსი, ძვირფასი აბრეშუმისგან შექმნილი და სვაროვსკის თვლებით გაფორმებული”, – ამბობს ბეტიუნი.

მაკ-ქუინის სამოსი და მისივე აქსესუარები ხშირად გაფორმებული იყო ფარშავანგის, იხვის და ხოხობის ბუმბულებით. ერთ-ერთი ასეთი ნიმუშია – ქუდების ოსტატის, ფილიპ ტრეისის შექმნილი ნამუშევარი მაკ-ქუინისთვის, რომელიც ძალიან ჰგავს წითელი პეპლების გუნდს. ალექსანდრ მაკ-ქუინის შემოქმედება ჰიბრიდული ელემენტებითაა სავსე: მისი ფეხსაცმელი “პითონი არმადილო”, 12 ინჩი სიმაღლის ქუსლით; საღამოს შავი კაბა, რომელიც თითქოს შავ გედად უნდა იქცეს; ნამუშევრები, სადაც ხდება გარდასახვა – ქალი – ცხოველი, ქალი – პეპელა.

დიდი ოსტატობით შესრულებული 2010 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია – “პლატონის ატლანტიდა” (Plato’s Atlantis) – აბრეშუმის სამოსი გაფორმებული იყო წყლის ჰიბრიდებით, ქვეწარმავლების პრინტით, მოდელები წარმოდგენილი იყვნენ თავბრუდამხვევ, ბრჭალისმაგვარ ფეხსაცმელებში. ეს იყო დიზაინერის ბოლო, სრულად განხორციელებული კოლექცია.

ფრანგული Vogue გთავაზობთ ალექსანდრ მაკ–ქუინის 10 საუკეთესო მოდის ჩვენებას:

 

კომენტარები

კომენტარი