საშემსრულებლო ხელოვნება

პინკმა გრემი წააგო, თუმცა ჯილდო შვილებისგან მიიღო

ამერიკელი მუსიკოსი პინკი გრემის ნომინაციაში “წლის საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომი” იყო წარდგენილი, თუმცა არიანა გრანდესთან დამარცხდა.

სამაგიეროდ, პრიზის გარეშე დარჩენილმა მუსიკოსმა ჯილდო შვილებისგან მიიღო. ბავშვებმა მას ფოლგისგან დამზადებული ვეება გრამაფონი აჩუქეს.

“მადლობა ბავშვებო! ჩემი საყვარელი პრიზი” – წერს პინკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში.

View this post on Instagram

Thanks Kids:) my favorite kind of award

A post shared by P!NK (@pink) on

შეგახსენებთ, 6 თებერვალს ამერიკელ მუსიკოსს, პინკს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი