არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა სახელოვნებო აკადემიური პროგრამის საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო

განათლების საერთაშორისო ცენტრი იწყებს სასტიპენდიო პროგრამას ხელოვნების მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: ხელოვნება; რესტავრაცია/კონსერვაცია და ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება.

გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

მსურველებს საკონკურსო განაცხადების გაგზავნა – 2019 წლის 01 თებერვლიდან 2019 წლის 01 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის საბოლოო შედეგები კი კონკურსანტებს 2019 წლის 30 ივნისამდე ეცნობებათ.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, არაუმეტეს 35 წლისა, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩაირიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ, პირი, რომელიც:
1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს;
2. სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;
3. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

გრანტი გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

კომენტარები

კომენტარი