ვიზუალური ხელოვნება

ანბანი, რომელიც სსრკ-ს სახალხო მხატვარმა ეროტიკული ილუსტრაციებით შექმნა

არ არსებობს პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც გაგონილი არ აქვთ შემდეგი ფრაზა: „საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო“. ეს უკანასკნელი პერესტროიკის პერიოდში, ტელეკონფერენციაზე ერთ–ერთმა ქალმა გააჟღერა, თუმცა ნაკლებმა თუ იცის ამ გამონათქვამის ნამდვილი შინაარსი და კონტექსტი. სინამდვილეში, ქალი მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ მათ სექსი არ აქვთ ტელევიზორში.

რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში ყოველთვის იყო ტაბუირებული ეს თემა, მაგრამ, პარალელურად, არანაკლები სექსი და „გარყვნილება“ გვხვდებოდა, რაზეც, აწყმოსგან განსხვავებით, საბჭოთა პიროვნება არ საუბრობდა. სიჩუმე კი იქიდან გამომდინარეობდა, რომ 1924 წელს უკვე შემუშავებული იყო სექსუალური ქცევის კოდექსი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კრძალავდა თავისუფალ სექსს.

შეიძლება ითქვას, რომ 20–იანი წლების საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ყველაზე თავისუფალი სექსის პროექტები, თუმცა შედარებით გვიან, მაშინ, როცა ხელოვნებაში სოციალისტური რეალიზმი გაბატონდა, ადგილი აღარ დარჩა ეროტიკას. მეტიც, სექსი და ძალადობა ძალიან ანტისაბჭოურ კონცეფციებად განიხილებოდა.

მიუხედავად ამისა, მაინც, საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა უამრავი ეროტიკული ფილმი, ლიტერატურა, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვადასხვა ილუსტრაცია.

ამ მხრივ ყურადღებას იქცევს 1931 წელს შექმნილი ანბანი, რომლის ავტორიც საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი და სტალინის პირველი ხარისხის პრემიის ორგზის ლაურეატი სერგეი მერკუროვია.

მერკუროვი ცნობილია ისეთი ადამიანების ძეგლების ავტორობით, როგორებიც არიან: ტოლსტოი, დოსტოევსკი, მარქსი, ლენინი, სტალინი და სხვები.

წინამდებარე ანბანი ბერძნული მითოლოგიითაა შთაგონებული და სხვადასხვა ეროტიკულ სცენას ასახავს.

Советская эротическая азбука 1931 года 3

Советская эротическая азбука 1931 года 4

Советская эротическая азбука 1931 года 5

Советская эротическая азбука 1931 года 6

Советская эротическая азбука 1931 года 7

Советская эротическая азбука 1931 года 8

Советская эротическая азбука 1931 года 9

Советская эротическая азбука 1931 года 10

Советская эротическая азбука 1931 года 11

Советская эротическая азбука 1931 года 13

Советская эротическая азбука 1931 года 14

Советская эротическая азбука 1931 года 15

Советская эротическая азбука 1931 года 16

Советская эротическая азбука 1931 года 17

Советская эротическая азбука 1931 года 18

Советская эротическая азбука 1931 года 19

Советская эротическая азбука 1931 года 20

Советская эротическая азбука 1931 года 21

Советская эротическая азбука 1931 года 22

Советская эротическая азбука 1931 года 23

Советская эротическая азбука 1931 года 24

Советская эротическая азбука 1931 года 25

Советская эротическая азбука 1931 года 26

Советская эротическая азбука 1931 года 27

Советская эротическая азбука 1931 года 28

Советская эротическая азбука 1931 года 29

Советская эротическая азбука 1931 года 30

Советская эротическая азбука 1931 года 31

Советская эротическая азбука 1931 года 32

Советская эротическая азбука 1931 года 33

Советская эротическая азбука 1931 года 34

Советская эротическая азбука 1931 года 35

Советская эротическая азбука 1931 года 36

Советская эротическая азбука 1931 года 37

Советская эротическая азбука 1931 года 38

Советская эротическая азбука 1931 года 40

 

კომენტარები

კომენტარი