შემოქმედებითი ინდუსტრიები

ARTWEEK: რას დავესწრო ამ კვირაში თბილისში (თებერვალი 11-17)

დღეიდან “არტნიუსი” იწყებს რუბრიკას ARTWEEK, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორშაბათს წარმოგიდგენთ იმ ღონისძიებათა ნაკრებს, რომლებიც თბილისში თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით იმართება.

რუბრიკა მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელშეწყობას და სახელოვნებო სივრცეების პოპულარიზაციას.

თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრების გამოფენა

10 თებერვლიდიდან გალერეა ვერნისაჟი, რომელიც კოტე აფხაზის #49–ში მდებარეობს, მასპინძლობს ქართველი მხატვრის, თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკა) პოლიტიკური ნამუშევრებს გამოფენას.

ფართო საზოგადოებას პირველად ექნება შესაძლებლობა იხილოს ავტორის მიერ შესრულებული სრულიად განსხვავებული სტილის და ფორმატის ნამუშევრები.

სპორტფოტო 2018 / Sportphoto 2018

სპორტფოტო 2018-ის სურათის შედეგი

“სპორტფოტო 2018”-ის კატალოგის პრეზენტაცია და გამოფენა 11-12 თებერვალს, “ფაბრიკაში” გაიმართება.

საიუბილეო, მე-5 “სპორტფოტო” განსხვავებული ფორმატის იქნება. საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, წელს გამოიფინება და კატალოგში შევა იმ სპორტული ფოტოგრაფების ნამუშევრები, ვინც ჩვენს პროექტში დაარსების დღიდან მონაწილეობდა

12 პროფესიონალი სპორტული ფოტოგრაფის 150 ნამუშევარი – ასეთი იქნება “სპორტფოტო 2018”

პარალელურად, ექსპოზიციაზე მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება კიდევ რამდენიმე ავტორის (სპორტული ფოტოგრაფის) ვიდეო-ინსტალაცია იხილოს, რაც, საერთო ჯამში, მნახველს 2018 წლის 300-მდე საინტერესო სპორტული კადრის ხილვის საშუალებას მისცემს

პროექტის ფარგლებში, რომელიც 2 დღეს გასტანს, ჩატარდება შეხვედრები ფოტოგრაფებთან და ქართველ სპორტსმენებთან დასწრება თავისუფალია!

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. “სპორტფოტოს” პარტნიორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

გამოფენა “მდგომარეობებს შორის”

Image may contain: one or more people

კლუბ KHIDI–ს მესამე მულტიფუნქციური სივრცე დეკემბრის დასაწყისიდან ყოველ სამშაბათს, 23 თებერვლის ჩათვლით, მასპინძლობს გამოფენას “მდგომაროებებს შორის”.

გამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად. ის ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედია ხელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?

„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევრებს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ კულტურულ იმპულსებს ასახავს, რომლებიც პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით არის ნასაზრდოები. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკის კვლევის საშუალებით ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. დროის უკანასკნელი იმპულსები, რეგრესული აქსელერაცია ან თუნდაც პროგრესული გენიტალია(Progressive Genitalia), გამოსავალი მეტა ტექსტია, რომელიც თავის შემოსაზღვრულობას ააშკარავებს და ადგილს (კულტურულ) კოდებსა და ნიშნებს უთმობს.

კლუბი MTKVARZE  და სპექტაკლი ჰამლეტი

Image may contain: plant and text

13 თებერვალს საღამოს 9 საათზე კლუბში “მტკვარზე” +18 სპექტაკლი “ჰამლეტი” გაიმართება, რომლის რეჟისორიც გურამ მაცხონაშილია.სპექტაკლში მონაწილეობენ მეგი კობალაძე, ია სუხიტაშვილი, ეკა დემეტრაძე, შაკო მირიანაშვილი, ლევან სარალიძე, თემო რეხვიაშვილი, მერაბ შარიქაძე

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სპექტაკლის მიმდინარეობისსას მაყურებელი ფეხზე დგას და ჰამლეტის, გერტრუდას, ოფელიასა და სხვათა გვერდით გადაადგილდება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.

მოძრაობის თეატრი –  სპექტაკლი “იგი” 

Image may contain: 1 person, text

მოძრაობის თეატრში 14 თებერვალს სპექტაკლი “იგი” გაიმართება. იგი  ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ინსცენირებაა, რომელშიც მოთხრობილია ადამიანის ევოლუციის შესახებ პრეისტორიული ხანიდან პიროვნებად ფორმირებამდე .

სპექტაკლის რეჟისორი კახა ბაკურაძეა, კომპოზიტორი კი სანდრო ნიკოლაძე.

ბილეთების შეძენია შეგიძლიათ აქ.

 მარიო ბენედეტი – წიგნის წარდგენა

Image may contain: text

12 თებერვალს – Stamba’s Books-ში ახალი თარგმანის, მარიო ბენედეტის წიგნის „სულის მოთქმის“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ – წარდგენა გაიმართება.

ურუგვაელი მწერალი მარიო ბენედეტი / (1920-2009) – რომანისტი, ესეისტი, პოეტი – თანამედროვე რეალიზმის „დიდი რომანის“ ბრწყინვალე წარმომადგენელი და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია. იგი აღიარებულია, როგორც “ყველაზე საკითხავი“ მწერალი არა მხოლოდ ურუგვაიში, არამედ მთელ ესპანურენოვან სამყაროსა და ევროპაში.

წიგნს წარადგენენ მთარგმნელი ელზა ახვლედიანი და რედაქტორი მაია ალუდაური.

საჯარო ლექციას მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ ლიტერატორი ზაალ ჩხეიძე წაიკითხავს.

ღონისძიებაზე სტუმრები წიგნს -20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე პირველად პალიტრა L-მა გამოსცა სერიაში “ლიტერე ინვენტე”.

კლუბი BASSIANI და Jeff Mills

Image may contain: stripes and text

კლუბი BASSIANI 15 თებერვალს ამერიკელ დიჯეის, Jeff Mills-ს უმასპინძლებს.

Jeff Mills-ის მულტიფუნქციონალურობა, რაც სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების კარგად ცოდნასა და დაკვრის განსაკუთრებულ ტექნიკაში გამოიხატებოდა, THE WIZARD-ის დაბადების წინაპირობად იქცა. ეს “ჯადოქარი” კი მალე ტექნოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური კოლექტივის, UNDERGROUND RESISTANCE-ს საკვანძო ფიგურად იქცა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ UR-ს დაარსებამდე MILLS-ს თავის მუსიკალური გზა უკვე არჩეული ჰქონდა, რაც პირველ რიგში ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდებოდა, თუმცა ეს კავშირი თანდათან უფრო ფერმკრთალი გახდა და საბოლოო მან ჰიპ-ჰოპის ფესვებს გვერდი თავისი პროექტის FINAL CUT გამო აუარა. ეს პროექტი უფრო მეტად ჩიკაგოს ინდუსტრიული ჟღერადობით და ბელგიური EBM-ის გავლენით ხასიათდებოდა, თუმცა არავის დავიწყებია ტრადიციული დეტროიტ ტექნოს ჟღერადობა. ამ სინთეზის საუკეთესო რეპრეზენტაცია იყო 1990 წლის რელიზი DEEP INTO THE CUT, რომელიც გერმანულ ლეიბლზე INTEFISCH RECORDS გამოიცა. ეს ლეიბლი იმ პერიოდის დადაისტური მოძრაობით იყო შთაგონებული, რაც ძირითადად DIMITRI HEGEMANN-ის ხედვებით იყო განსაზღვრული. იგივე წელს პროექტის წევრებმა სოლო კარიერის გზა აირჩიეს, რამაც MILLS მაიკ ბენქსთან, იგივე MAD MIKE-თან დაახლოვა, რაც საბოლოოდ UNDERGROUND RESISTANCE-ს დაბადების წინაპირობად იქცა. როგორც UR-ს სახელით, ასევე სოლო პროექტების მეშვეობით, JEFF MILLS ტექნოს მთავარ მისიონერად და იდეოლოგად იქცა.

ოციანი წლების საბჭოთა მუსიკალური ავანგარდი

Image may contain: 1 person, text and closeup

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 12 თებერვალს 18 საათზე გიწვევთ საჯარო ლექციაზე „ოციანი წლების საბჭოთა მუსიკალური ავანგარდი“.

ლექციის ფარგლებში კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი ისაუბრებს გასული საუკუნის 10-30 წლებში წარმოქმნილ ავანგარდისტულ მიმდინარეობაზე, როგორც ზოგადად ხელოვნებაში, ისე კონკრეტულად მუსიკაში.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1910-1930 წლების ავანგარდის ზოგადი დახასიათება და ტენდენციები (ფუტურიზმი);

ძიებები და ექსპერიმენტები. სოლომონ ნიკრიტინის „პროექციონიზმი“ და მისი თეორია;

ლევ ტერმენის გამოგონებები, ლექცია-კონცერტები.

ტიტე მარგველაშვილის წიგნის წარდგენა

Image may contain: 1 person, text

2019 წლის 16 თებერვალს, 18:00 საათზე „კავკასიური სახლის“ სააქტო დარბაზში გაიმართება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, ტიტე (ტიტუს) მარგველაშვილის წიგნის „კავკასია და ძველი აღმოსავლეთი (ისტორიულ-ეთნოლოგიური ნარკვევები)“ წარდგენა. წიგნი 2017 წელს, ქართულ-გერმანული ურთიერთობების ორასი წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი