კინო

“ალადინის” ახალ ტრეილერში უილ სმიტი ჯინის როლში გამოჩნდა (ვიდეო)

პრემია “გრემის” დაჯილდოების 61-ე ცერემონიის მსვლელობისას, სტუდია Disney-მ “ალადინის” ახალი ტრეილერი წარადგინა. წარდგენისას სტუდიამ ბევრი ახალი კადრი უჩვენა, თუმცა, ყველაზე დიდი გამოხმაურება ჯინის როლის შემსრულებელმა, უილ სმიტმა გამოიწვია.

ახალი ფილმი გახლავთ 1992 წლის ამავე სახელწოდების მულტფილმის რიმეიქი, გაი რიჩის რეჟისორობით. ეს არის დისნეის რიგით 31-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება ალადინისა და მისი ჯადოსნური ლამპრის ზღაპარს „ათას ერთი ღამიდან“. “ალადინი” გახდა 1992 წლის ყველაზე წარმატებული ფილმი, რომელმაც მის შემქმნელებს მხოლოდ ამერიკაში მოუტანა 217 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით – 504 მილიონი.

კომენტარები

კომენტარი