კინო

10 Year Challenge, ანუ როგორ შეიცვალა Office -ის მსახიობების ცხოვრება

დრო არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ ტელე ეკრანებზეც მიფრინავს. სერიალ ოფისიდან თუ გახსოვთ , პამი და ჯიმი, რომ გაიგებენ, რომ მალე შვილი ეყოლებათ? რამდენიმე თვეში ამ მომენტიდან 10 წელი შესრულდება. გთავაზობთ სურათების სერიას, სადაც შედარებულია ოფისის მსახიობები 10 წლის წინ და დღეს.

Jim Halpertჯონ კრასინსკის ალბათ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სხეულის ეს ფორმა მიეღო. ის ახლა არა მარტო მსახიობი, არამედ რეჟისორიცაა. უკანასკნელ ორ წელში, მან ორი ფილმი გადაიღო, რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ ჯონ კრასინსკი პიროვნულად ვითარდება და ახალ-ახალი გამოცდილებების აღმოჩენის ძიებაშია.

Michael Scottლეგენდარულმა მსახიობმა სტივ კარელმა, რომლის მადლობლებიც უნდა ვიყოთ, რომ მაიკლ სკოტის პერსონაჟი გვაჩუქა, თავი ერთ-ერთ საუკეთესო დრამა მსახიობად წარმოგვიდგინა. ის 2014 წელს ოსჯარის ნომინანტიც კი გახლდათ. მის ანგარიშზე კიდევ 8 ფილმია, რომელიც მისი მონაწილეობით ოსკარზე ნომინირებული იყო.Dwight Schruteრეინ ვილსონი, ოფისის დამცველი, ძალიან დაკავებული იყო ამ პერიოდის განმავლობაში. მან, ოფისის შემდეგ, ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა და გახდა მწერალი. რეინმა შექმნა ავტობიოგრაფიული წიგნი The Basoon King. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ფილანტროპულ აქტივობებში არის ჩართული და ჰაიტის გარე არეალებში განათლების დონის ამაღლებაზე მუშაობს.

Pam Beeslyჯენა ფიშერი გამოვიდა თავისი კომფორტ ზონიდან და დაიწყო თავისი პოტენციალის ძიება საშემსრულებლო ინდუსტრიაში. მან იმუშავა თრილერზე კლინტ ისთვუდთან ერთად. ის ასევე გახლავთ ცხოველების მოყვარული და მხარს უჭერს აყვანა-არა ყიდვის კამპანიას ინსტაგრამზე.

Kevin Maloneმსახიობი ბრაიან ბაუმგარტნერი ალბათ სამუდამოდ იქნება ასოცირებული კევინთან, M&Ms – ის მოყვარულ Dunder Mifflin – ში მომუშავედ. ამ დრომდე ბრაიანი აგრძელებს მსახიობობას და მისდევს თავის საყვარელ სპორტს – გოლფს.

კომენტარები

კომენტარი