ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

10 თებერვლიდან გალერეა ვერნისაჟი ჩუბჩიკას გამოფენას უმასპინძლებს

დღეიდან, 10 თებერვლიდან კოტე აფხაზის 49 ნომერში მდებარე გალერეა „ვერნისაჟი“ თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკა) ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 90-იან წლებში შესრულებულ პოლიტიკური პლაკატები.

ფართო საზოგადოებას პირველად ექნება შესაძლებლობა, იხილოს ავტორის მიერ შესრულებული სრულიად განსხვავებული სტილის და ფორმატის ნამუშევრები.

გამოფენა დღეს 5 საათზე გაიხსნება და გაგრძელდება 25 თებერვლამდე.

თენგიზ მირზაშვილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი და სსრკ-ს დამსახურებული მხატვარია.

იგი 150-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორია. მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, ეთერ თათარაიძის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული.

კომენტარები

კომენტარი